Friday, July 1, 2016

ხმა კატამონთან



გაკვეთილის მთავარი თემა                                  
ირაკლი აბაშიძის ,,ხმა კატამონთან’’
სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური მე-7 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
ა) მოსწავლე შეძლებს ტექსტის გაანალიზებას სტრუქტურული და ენობრივი თვალსაზრისით
ბ)ამოიცნობს მხატვრულ სახეებს
გ)გაიღრმავებს ცოდნას მშობლიური ენის შესახებ
დ ) გაიმდიდრებს  ლექსიკურ  მარაგს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1)მხატვრული ტექსტის გააზრება
2)მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის გაზიარება
3)ენის ფუნქციებზე დაკვირვება
4)დედაენისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობის გაღვივება

შედეგი  მიღწეულია თუ მოსწავლე:
ა )მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის    გათვალისწინებით.ბ) მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევ  შეცვლა,საკომუნიკაციო ამოცანის     და აუდიტორიის გათვალისწინები
გ) მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არ მზხატვრული ტექსტების გააზრება ,გაანალიზება მათ მიმართ საკუტთარი დამოკიდებულების ახსნა. დ) მოსწავლეს შეუძლია ტექსტის  გაანალიზება სტრუქრურული და ენობრივი მახასიატებლების მიხედვით.ე) მოსწავლეს შეუძლია  კითხვის მიზნის   შესაბამისი სტრანეგიენ]ბის გამოყენება
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა  იციან შოთა  რუსთაველის  ცხოვრების  შესახებ.იციან  რომელ  ენას ეწოდება დედა ენა;  ვინ  და როდის შექმნა ქართული  ანბანი ; ცნობენ მხატვრულ  ხერხებს: შედარებას, მეტაფორას, ეპითეტს. იციან საზღვარგარეთ  არსებულ  ქართული  მონასტრების შესახებ.
შეფასების საგანი პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ  შემუშავებული  შეფასების  რუბლიკის  საშუალებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფურცლები,  სახელმძღვანელო,  ცარცი,  დაფა,  კომპიუტერი, პროექტორი,  სლაიდი.
გაკვეთილის მსვლელობა




                  საორგანიზაციო   საკითხები   2წთ.

                a)   ფაზა  (გამოწვევა)  9წთ.
 
მოსწავლეები    დაყოფილი  არიან  3  ჯგუფად  (წინასწარ  მიცემული  დავალებების  მიხედვით).  ერთ  ჯგუფს უნდა  მოეძებნა  ინფორმაცია  შოთა  რუსთაველის ცხოვრებისა  და მოღვაწეობის  შესახებ,  მეორე  ჯგუფს - ქართული  ენისა ქართული  ანბანის  შექმნის  შესახებ,  მესამე  ჯგუფს- საზღვარგარეთ  არსებული  ქართული  მონასტრებისა  და მათი   ძირითადი  საქმიანობის  შესახებ.
      
თითოელ  ჯგუფს  პრეზენტაციისათვის  დაეთმობა  3-3 წთ.

                        b)  ფაზა ( შინაარსის  რეალიზება.)
მასწავლებელი  პროექტორით   დაფაზე  აჩვენებსმოსწავლეებს  პალესტინაში  ჯვრის  მონასტერს  და  ამ  მონასტერში  ერთ-ერთ  სვეტზე  გამოსახულ    შოთა  რუსთაველის  ფრესკას.  ასევე აჩვენებს  ი.  აბაშიძის  პორტრეტს.
   მასწავლებელი  მოკლე  ექსკურსით ახსენებს  მოსწავლეებსრომ,  ი.  აბაშიძე  1960  წელს  გიორგი  წერეთელთან  და  აკაკი  შანიძესთან   ერთად  იმყოფებოდა  სამეცნიერო  ექსპედიციაში.  მათ  პალესტინაში  მიიკვლიეს  შოთა  რუსთაველის  ფრესკა,  რომელიც  დაზიანებული  იყო.  მათი  უდიდესი  ძალისხმევის  შედეგად  ფრესკა  გათავისუფლდა  საღებავებისაგან  და  აღდგენილ  იქნა.ამ  ფაქტმა  შთააგონა  პოეტს  დაეწერა რუსთველისადმი  მიძღვნილი  ლექსების  ციკლი  “პალესტინა,   პალესტინა- რუსთაველის  ნაკვალევზე ‘  რის  გამოც  მიენიჭა რუსთაველის  პრემია.  სწორედ  ამ  ციკლიდან  გახლავთ ამოღებული  ლექსი  ‘ხმა  კატამონთან’. დაიწერება  დაფაზე  ლექსის  სახელწოდება  და  აიხსნება   თუ  რას  ნიშნავს  სიტყვა  კატამონი.  მოსწავლეებისათვის  ნათელი  გახდება, რომ  ის  არის ადგილის  სახელწოდება  მონასტრის  მახლობლად.  რადგან  რუსთაველმა სიცოცხლის  ბოლო  წლები  გაატარა  პალესტინაში  და  იქვე  აღესრულა  ამ  ლექსში  სწორედ  გადმოცემულია  სამშობლოდან მოცილებული  პოეტის  განცდები.  ი.  აბაშიძის  წარმოსახვით  დიდი  შოთა  ჰიმნს  უძღვნის  მშობლიურ  ენას.  
       მასწავლებელი  ასმენინებს  ტექსტს  გურამ  საღარაძის მიერ  წაკითხულს.  შემდეგწააკითხებს  სამ  მოსწავლეს  თან  ყურადღება  მახვილდება  ინტონაციაზე, ფსიქოლოგიურ  მახვილებზე,  ლოგიკურსა  და  გრამატიკულ  პაუზებზე.
      მასწავლებელი  ატარებს  ლექსიკურ  მუშაობას,ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეთათვის  უცხო  სიტყვებზე,  რისთვისაც  იყენებს სახელმძღვანელოში  არსებულ  ლექსიკონს.           
ტექსტზე  მუშაობის შემდეგ მასწავლებელი გადადის ტექსტის გაანალიზებაზე, თუ რამდენად გაიგეს  მოსწავლეებმა ლექსის თემა და იდეა , ლირიკული გმირის დამოკიდებულება ქართველი ენისადმი, რა ხერხებს იყენებს პოეტი თავისი სათქმელის გადმოსაცემად,რატომ მიაჩნია ლექსის ლირიკულ გმირს მარადიული ღირებულებად ქართული ენა, რა სიტყვებით მოიხსენიებს ქართულ ენას,როგორ არის გამოხატული სამშობლოსგან მოცილებული პოეტის განცდები.
                                 C .ფაზა(გამთლიანება)
       მასწავლებელი  ახდენს გაკვეთილის შეჯამებას და ასკვნის  რომ მოსწავლეებმა გაიღმავეს ცოდნა მშობლიური ენის შესახებ,გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი,პარალერი გაავლო ქართულ ფილმთან ,,ფესვები;’’ რომლის მთავარ მოქმრდ გმირს ავიწყდება ყველა ენა  და მეტყველება შეუძლია მხოლოდ  მშობლიური  ენით.მოასმენინა  ირმა სოხაძის  მიერ შესრულებული სიმღერა ,,ო,ენავ ჩემო’’
    საშინაო დავალება ; ლექსი ზეპირად. წერითი დავალება: მოძებნონ ჩაიწერონ ცნობილი ადამიანების გამონათქვემები მშობლიური ენის შესახებ.
     მოსწავლეები შეფასდებიან  პრეზენტაციაში,მოპოვებული ინფორმაციის ხარისხში, გაკვეთილში ჩართულობაძე,მხატვრულ კითხვაში და კითხვა პასუხსში- დასმულ კითხვებზე სწორი პასუხებით





                                                                        

                                                         

                  

No comments:

Post a Comment